მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს NBA-ს გუნდები?

5e4401dcd60e1
ნათია თაქთაქიშვილი
13.02.20 00:12
1565
გავლენიანი გამოცემა Forbes-ი, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების სიას აქვეყნებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, NBA-ის 30 გუნდისთვის გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და გუნდების საერთო შემოსავლმა 8.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი.

Forbes-ის მიხედვით, ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ნიუ-იორკ ნიქსია, რომლის ღირებულებაც 4,6 მილიარდი აშშ დოლარია, მას მოჰყვება ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 4,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით, მესამე ადგილზეა - გოლდენ სტეიტ უორიორსი 4,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით, ხოლო მეხუთეზე - ჩიკაგო ბულზი 3,2 მილიარდი აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ NBA-ს ისტორიაში პირველად, 30-ვე გუნდი 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს, ხოლო ნორმალური გუნდების ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარსაც კი აჭარბებს.

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების 2020 წლის სია:

1. New York Knicks - 4,6 მილიარდი აშშ დოლარი
2. Los Angeles Lakers - 4,4 მილიარდი აშშ დოლარი
3. Golden State Warriors - 4,3 მილიარდი აშშ დოლარი
4. Chicago Bulls - 3,2 მილიარდი აშშ დოლარი
5. Boston Celtics - 3,1 მილიარდი აშშ დოლარი
6. Los Angeles Clippers - 2,6 მილიარდი აშშ დოლარი
7. Brooklyn Nets -2,5 მილიარდი აშშ დოლარი
8. Houston Rockets - 2,47მილიარდი აშშ დოლარი
9. Dallas Mavericks - 2,4 მილიარდი აშშ დოლარი
10. Toronto Raptors - 2,1მილიარდი აშშ დოლარი
11. Philadelphia 76ers -2,0 მილიარდი აშშ დოლარი
12. Miami Heat - 1,9 მილიარდი აშშ დოლარი
13. Portland Trail Blazers -1,85 მილიარდი აშშ დოლარი
14. San Antonio Spurs - 1,8 მილიარდი აშშ დოლარი
15. Sacramento Kings - 1,77 მილიარდი აშშ დოლარი
16. Washington Wizards - 1,75 მილიარდი აშშ დოლარი
17. Phoenix Suns -1,62 მილიარდი აშშ დოლარი
18. Denver Nuggets -1,6 მილიარდი აშშ დოლარი
19. Milwaukee Bucks -1,58 მილიარდი აშშ დოლარი
20. Oklahoma City Thunder - 1,57 მილიარდი აშშ დოლარი
21. Utah Jazz -1,525 მილიარდი აშშ დოლარი
22. Indiana Pacers - 1,520 მილიარდი აშშ დოლარი
23. Atlanta Hawks - 1,520 მილიარდი აშშ დოლარი
24. Cleveland Cavaliers -1,520 მილიარდი აშშ დოლარი
25. Charlotte Hornets - 1,51 მილიარდი აშშ დოლარი
26. Detroit Pistons – 1,5 მილიარდი აშშ დოლარი
27. Orlando Magic – 1,45 მილიარდი აშშ დოლარი
28. Minnesota – 1,43 მილიარდი აშშ დოლარი
29. New Orleans Pelicans – 1,37 მილიარდი აშშ დოლარი
30. Memphis Grizzlies – 1,3 მილიარდი აშშ დოლარი