მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ქართული კომპანიების აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე

5e550fdfd775d
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.20 16:30
3451
საქართველოს საფინანსო სექტორის უმსხვილესი წარმომადგენლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან განთავსებული. LSE-ზე სულ 4 ქართული კომპანია - "თიბისი ბანკის ჯგუფი" (TBCG), "საქართველოს ბანკის ჯგუფი" (BGEO), "საქართველოს კაპიტალი" (CGEO) და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) არიან წარმოდგენილები. 

25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, 0.41%-ით გაიზარდა BGEO-ს აქციების ღირებულება და ის ამჟამად 17.22 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ერთთვიან ჭრილში BGEO-ს აქციების ღირებულება 16%-ით არის გაზრდილი, ხოლო ერთწლიან ჭრილში ზრდა 3.6%-ია.

LSE-ს მონაცემებით, BGEO ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 816.85 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

დღეს 0.4%-ით, 13.36 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა TBC ჯგუფის აქციების ღირებულება. ამჟამად TBC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 742.4 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ერთთვიან ჭრილში TBC-ის აქციების ღირებულება 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო ერთწლიან ჭრილში კი TBC-ის აქციების ფასი 7.45%-ითაა შემცირებული.

საბაზრო კაპიტალიზაციით, მესამე ადგილზეა "საქართველოს კაპიტალი", რომლის კაპიტალიზაციაც LSE-ს მონაცემებით, 297.66 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამჟამად CGEO-ს ერთი აქცია 7.41 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საინვესტიციო ჰოლდინგის აქციების ღირებულება ერთთვიან ჭრილში 9%-ით არის შემცირებული, ერთწლიან ჭრილში კი - 32%-ით. 

კაპიტალიზაციით, მეოთხე ადგილზეა (165.59 მლნ გირვანქა სტერლინგი) საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომლის ერთი აქციაც ამჟამად 1.23 გირვანქა სტერლინგი ღირს. ერთთვიან ჭრილში კომპანიის აქციების ღირებულება 2%-ით არის შემცირებული, ერთწლიან ჭრილში კი, მისი ფასი 42%-ით შემცირდა.