მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საწვავი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში? - მიმოხილვა

621f2543eda0e
ელენე გოგბერაშვილი
02.03.22 14:04
3581
საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში საწვავზე არსებული ფასის მიმოხილვას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი ლიტრზე 0,04-0,06 ევროთი გაიზარდა.

"ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი  ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და ფინეთში გახლავთ. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი, დაახლოებით, 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

28 თებერვლის მდგომარეობით ,ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 2,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.31 ევროს, დიზელის საწვავი - 1,92 ევროს შეადგენს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,22 ევროს, დიზელის საწვავი კი - 1,92 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,04 ევროს, დიზელის საწვავი - 1,86 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,42 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,47 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,54 ევრო, დიზელის საწვავი - 0,50 ევროს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებს:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0,92 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,04 ევროს , დიზელის საწვავი - 0,91 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,52 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,00 ევროს; დიზელის საწვავი - 0,42 ევროს;

უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,02 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,05 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.10 ევროს, დიზელის საწვავი - 1,03 ევროს;

თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,07 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,11 ევროს, დიზელის საწვავი - 1,04 ევროს.

მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,18 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,19 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,26 ევროს, დიზელის საწვავი - 1,03 ევროს.

ბელარუსში - A-92 მარკის ბენზინი - 0,65 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,69 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,73 ევროს, დიზელის საწვავი - 0,69 ევროს.

საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 0,90 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,95 ევროს; დიზელის საწვავი - 0,91 ევროს", - ნათქვამია მიმოხილვაში.

საწვავის ფასები დეტალურად ( 28 თებერვლის მდგომარეობით):