მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საწვავის შევსება სხვა ქვეყნებში

5ee4fc83836f7
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.20 20:05
2273
ნავთობის ფასების გლობალური ვარდნის შედეგად ქართულ ბაზარზეც, დიზელისა და ბენზინის საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. საინტერესოა როგორი ასახვა პოვა ფასების კლებამ რეგიონის ქვეყნებში ქსელურ გასამართ სადგურებში ბენზინის ფასზე. 

2020 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ბენზინის ფასები ასე ნაწილდება: რუსეთი 1.78 ლარი, აზერბაინაჯი 1.41 ლარი, სომხეთი 1.89 ლარი, თურქეთი 2.72 ლარი. საქართველოში კი ბენზინის საშუალო ფასი 1.90-ია. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ლიტრიდან თითქმის 37 თეთრი აქციზის გადასახადს წარმოადგენს და ქვეყნის ბიუჯეტში მიდის. 

მსოფლიოში ყველაზე იაფი ნავთობი ვენესუელაშია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ყიდვა 6 თეთრად არის შესაძლებელი. ამის მიზეზი კი ვენესუელის მთავრობის მიერ 20 წლის წინ დაწესებული სუბსიდიაა.  მეორე ადგილზე ირანია, სადაც ლიტრი ბენზინი 25 თეთრი ღირს. თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც ნავთობი 1 ლარზე იაფია ნავთობმომპოვებელია. საწვავის განსაკუთრებით მაღალი ფასებით დასავლეთ ევროპის ქვეყნები გამოირჩევიან.