მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა გვაერთიანებს და რა გვყოფს" - გერმანია "ბერლინის კედლის" დაცემიდან 30 წლის შემდეგ

5d961ed9b36af
მიხეილ ხაჩიძე
05.10.19 00:10
1802

1989 წელს  "ბერლინის კედელი" დაეცა. გერმანია კვლავ ერთიანი გახდა. მაშინ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ვილი ბრანტმა თქვა: "ერთად იზრდება ის, რაც ერთმანეთს ეკუთვნის". გაერთიანებიდან 30 წლის შემდეგ Emnid–ის გამოკითხვის თანახმად, გერმანელების მხოლოდ 50% მიიჩნევს, გერმანიას გაერთიანებულ ქვეყნად; 47% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანელებს თანაბრად ექცევიან. 12% მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ გერმანელებს უპირატესობას ანიჭებენ, ხოლო 28%-ის აზრით, უპირატესობა დასავლელ გერმანელებს ენიჭებათ. გამოკითხულთა 14% საკუთარი აზრის გამოხატვისგან თავს იკავებს.













BILD am SONNTAG-მა  ის მთავარი ფაქტები გამოაქვეყნა,  რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას ერთმანეთისგან განასხვავებს:



► ინტერესი

ხუთი დასავლეთ გერმანელიდან ერთი არასოდეს ყოფილა ახალ ფედერალურ სახელმწიფოში. თავის მხრივ, გაცილებით მეტია ინტერესი მეორე მხირდან: აღმოსავლეთ გერმანელთა 95% უკვე ეწვია ძველ რეგიონებს.



► შემოსავალი

სრულ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანი დასავლეთ გერმანიაში საშუალოდ თვეში 3,434 ევროს გამოიმუშავებს. აღმოსავლეთში, ეს მხოლოდ 2,707 ევროა.



► უცხოელები



დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები მოსახლეობის 14.2%-ს არ აქვს გერმანული პასპორტი. აღმოსავლეთში კი - 5%-ს. მიუხედავად ამისა, გამოკითხვის თანახმად, აღმოსავლეთ გერმანელთა მხოლოდ დაახლოებით, ნახევარი თვლის, რომ გერმანიას შეუძლია გაუმკლავდეს ლტოლვილების დიდ რაოდენობას.  დასავლეთში კი, ეს მაჩვენებელი 70%-ია. 

 



 ► პენსიები



2024 წლისთვის პენსიები დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიაში თანაბარი უნდა იყოს. ამჟამად, აღმოსავლეთში "სტანდარტული პენსია" თვეში - 1381 ევრომდეა, დასავლეთში კი - 1441 ევროა.

 



► დასაქმება

უმუშევრობის დონე გერმანიის ორივე ნაწილში ერთმანეთთან ყველაზე ახლოს არის. დასავლეთში, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 4.8% იყო,  ხოლო აღმოსავლეთში - 6.9%, თუმცა 2005 წელს სხვაობა უფრო დიდი იყო. კერძოდ, მაშინ დასავლეთში უმუშევრობის დონე 9,9%-ს შეადგენდა, აღმოსავლეთში კი - 18,7%-ს.




► ბავშვთა მოვლა

სამი წლამდე ასაკის ყოველი მეორე ბავშვი აღმოსავლეთ გერმანიაში ბაღებში დაჰყავთ, შედარებისთვის, ბავარიაში ეს მაჩვენებელი 30%-იც არაა. ამასთან, აღმოსავლეთში ქალების 60,8%-ია დასაქმებული, დასავლეთში კი - 55,5%.

 




► ავად გახდომა


გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის თანახმად, აღმოსავლეთ გერმანელებმა 2017 წელს სამსახური საშუალოდ 22 დღე ავადმყოფობის გამო გააცდინეს. დასავლეთში კი - 17,5 დღე.



► ემიგრაცია



"ბერლინის კედლის" დაცემის შემდეგ, ახალი ფედერალური მიწები 3.6 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ჩრდილო-აღმოსავლეთში არის ტერიტორიები, სადაც კვადრატულ კილომეტრზე 30 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს.





შეგახსენებთ, რომ "ბერლინის კედელი" 1989 წელს 9 ნოემბერს დაინგრა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ციფრი, ნაცისტების მიერ ებრაელების მიმართ განხორციელებულ მასშტაბური დარბევის თარიღს ემთხვეოდა, გერმანიის ერთიანობის დღე 3 ოქტომბერს დააწესეს და უკვე მესამე ათეული წელია ზეიმობენ.