მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გზავნილი იქნება ENKA-ს არბიტრაჟში წასვლა ინვესტორებისთვის? - რაულ აგიკიანის შეფასება

614c912a37482
თელარა გელანტია
23.09.21 19:27
871
„რაც უფრო ნაკლები ინვესტორი გვეყოლება ევროპიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, მით უფრო მარტივი იქნება რუსული ოკუპანტის ბერკეტების გავლენა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაზე“, - ეს განცხადება bm.ge-სთან იურიდიული კომპანია ILC-ს დირექტორმა რაულ აგიკიანმა ENKA-ს მიერ საქართველოს სახელმწიფოსთან $800-მილიონიანი „ნამახვანჰესის“ პროექტზე კონტრაქტის მოშლის გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა.

„ნამახვანჰესის“ საქმის შემთხვევაში, ის ფიქრობს, რომ აუცილებელია მსგავს მასშტაბურ პროექტებში, რომლებიც რეგიონში ხორციელდება, ადგილობრივი მთავრობის და პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის როლი გაიზარდოს, რადგან ასეთი ფაქტები, საბოლოო ჯამში, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს აზიანებს.

„ეს არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული, თუნდაც მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტის პრობლემა; რეალურად მივდივართ იქამდე - დავრჩებით თუ არა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყანად, რადგან ძალიან მარტივი ლოგიკაა - თუ ვინმეს უნდა გორში გახსნას ხილის გადამამუშავებელი ქარხანა და ამაში ჩადოს 2 მლნ ევრო ან თუ ვინმეს სურს კახეთში ააშენოს ღვინის ქარხანა და პირობითად დააბანდოს 3 მლნ ევრო, ის ხომ დაფიქრდება - ეს ის ქვეყანა არააა, საიდანაც $800-მილიონიანი ინვესტორი გააგდეს და მე ჩემი 2 მილიონით რატომ ჩავალ ან რა დაცულობა მექნება?! - ესაა მთავარი კითხვები, რომელთაც მსგავსი ფაქტები აჩენს;

კიდევ ერთ რამ გვავიწყდება - რაც უფრო ნაკლები ინვესტორი გვეყოლება ევროპიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, მით უფრო მარტივი იქნება რუსული ოკუპანტის ბერკეტების გავლენა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა რაულ აგიკიანმა.