მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გზებით გადაიცემა კორონავირუსი? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

5e2c3e304ac23
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.20 17:14
4546

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან, კორონავირუსის გადაცემის გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

„კორონავირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით ანუ ეს არის ვირუსი, რომლის გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა კონტაქტური  გზით; იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი, ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები აღწერილი არ არის. ამრიგად ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაიცემა, ამრიგად, ამისი საშიშროება, რა თქმა უნდა არ არსებობს.

რა შეეხება  მგზავრობასთან დაკავშირებულს შეზღუდვებს, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ  კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებაში, არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ამიტომმ ჯერჯერობითმ ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების გააქტიურების რეჟიმში მუშაობას, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების შესაბამისად; როგორც კი სხვა მითითება გვექნება, მივყვებით უკვე საერთაშორისო რეგულაციებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.