საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 2023 წლის ბიუჯეტის პარამეტრები წარადგინა. მინისტრის თქმით, მომდევნო წელს ნაერთი ბიუჯეტის ზომა 25 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი განსახილველად 30 ნოემბერს გაეგზავნება.
“წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, იზრდება 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი, დაახლოებით, 390 მილიონი ლარით. გარდა ამისა, იზრდება სესხების დაბრუნებისა და სხვა შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლები, დაახლოებით, 270 მლნ ლარით. ეს იქნება ის რესურსი, რომელიც დამატებით გამოიყოფა 2023 წლის ბიუჯეტში. ჯამში, 660 მილიონი ლარი და შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც, რომელიც მიაღწევს 25 მილიარდ ლარს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი კვლავ ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა.
„როგორც იცით, 2013 წელს პირველად დაიწყო სოციალურად დაუცველთა ოჯახებში ბავშვების დახმარების პროგრამა. მანამდე ასეთი პროგრამა არ არსებობდა. პირველ ეტაპზე, ეს იყო 10 ლარი, შემდეგ ბოლო 2 წლის განმავლობაში დახმარება 50 ლარიდან გაიზარდა 150 ლარამდე. ახლა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მომდევნო წლის პირველი ივლისიდან, კიდევ 50 ლარით გავზრდით ბავშვთა დახმარებას და ერთ ბავშვზე დახმარება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. ამ მიზნით დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტს გამოვყოფთ. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება ე.წ. დეკრეტულ შვებულებას. როგორც მოგეხსენებათ, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში უკვე გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად, ეს თანხა განისაზღვროს 2000 ლარით,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, 2023 წელს დამატებით 150 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება განათლების დაფინანსებაზე, რომლის ფარგლებშიც დაიწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და 100 მილიონი ლარი მიიმართება მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ესაა ტურიზმი. მისი განცხადებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც კვლავ იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მომდევნო წლებში, გამომდინარე იქიდან, რომ რაოდენობრივ ჭრილში, მხოლოდ 60%-იანი აღდგენა გვაქვს 2019 წელთან შედარებით.
„აქედან გამომდინარე, ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე და არსებულის განვითარებაზე, მომავალ წელს დამატებით გამოიყოფა 200 მლნ ლარი. ეს ხელს შეუწყობს ახალი ადგილების, მიზიდულობის ცენტრების გაჩენას ქვეყანაში, რომლებიც მოემსახურება ტურისტულ სექტორს. ასევე, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებით 170 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით გამოიყოფა 30 მილიონი ლარი. კულტურისა და სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 55 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი მიიმართება 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებაზე, ასევე, მეორე წარდგენასთან შედარებით დაფინანსება გაეზრდებათ სპორტულ ფედერაციებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზღვრის ინფრასტრუქტურაზე დამატებით მიიმართება 35 მილიონ ლარზე მეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებაზე დამატებით გამოიყოფა 10 მილიონი ლარი, ხოლო, 20 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო აპარატურის ნაწილობრივი შესყიდვისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო