მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება დღგ-სთან მიმართებით - "ველოდებით სადავო შემთხვევების შემცირებას"

5e3bcf8568bd5
შოთა ტყეშელაშვილი
06.02.20 12:38
1306
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით ქვეყანაში ევროპული სასამართლოს პრაქტიკის დანერგვა მოხდება. მინისტრის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა საგადასახადო კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საგადასახადო სისტემის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებას ითვალისწინებს. 

"არის ძალიან ბევრი ცვლილება, რამდენიმე ათეული ცლილებაა და გეტყვით რა შედეგებს ველოდებით. მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გადასახადების სფეროში, რაც ბიზნეს სუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას გულისხმობს. 

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომენტია, რომ ეს ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას შემუშავდეს შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს პრაქტიკაში გადმოღების მიმართულებით.

ველოდებით სადავო შემთხვევების შემცირებას. დღგ-ის გარდა კიდევ არის საკმაოდ ბევრი ცვლილება,"- ამბობს ივანე მაჭავარიანი.