მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებებისთვის - განმარტება

5e1ae727a7492
ნუცა ბაზლიძე
12.01.20 13:27
3382
მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე დაგეგმილი რეგულაციები გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა განმარტა. ცვლილებები ძალაში 2020 წლის 1 აპრილიდან შედის. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან.

„აკრძალვა მხოლოდ ახალ, პირველად რეგისტრირებულ მანქანებზე ვრცელდება, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2020 წლის 1 აპრილიდან. რაც შეეხება მანამდე რეგისტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ისინი ჩვეულებრივად გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. მათ არ სჭირდებათ საჭის გადატანა. ბევრი კითხვაა უკვე გადატანილსაჭიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით - ისინი ასევე ჩვეულებრივად გაივლიან(ტექინსპექტირებას) და ეს შეზღუდვა მათთვის არ მოიხსნება 2020 წლის 1 აპრილის შემდეგაც“, - განმარტავს სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

მისივე განმარტებით, ამ რეგულაციის საშუალებით, სამომავლოდ საქართველოში აღარ გვექნება ავტოსატრანსპორტო საშუალებები ისეთი საჭის მექამიზმით, რომელში განხორციელებული ჩარევებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ამასთან, ურიადმყოფელი აღნიშნავს, რომ საჭის გადატანა, როგორც წესი, კუსტრალურად ხდებოდა.

„2020 წლის 1 აპრილიდან, აუცილებელია, რომ ავტომფლობელებმა, რომლებიც ავტომობილებს მარჯვენა საჭით შეისყიდიან, ეს საჭე შეუნარჩუნონ იმ მდებარეობით, რა მდებარეობითაც მწარმოებელს ქარხნულად აქვს დამზადებული. მარჯვენასაჭიანი ავტოსანტრანსპორტო საშუალებები ჩვეულებრივად დარეგისტრირდებიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვეულებრივად შეიძლება მათი გამოყენება გზებზე, ოღონდ ერთი პირობით, რომ მათ საჭე არ უნდა გადაიტანონ“, - დასძენს სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ავტოპარკი განვაახლოთ, მარჯვენასაჭიანი იმპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები აუცილებლად უნდა შენარჩუნდნენ იმ საჭით, რა საჭითაც შემოვლენ საქართველოში და საჭის გადატანა აღარ უნდა მოხდეს.