მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტში – 18 სექტემბერს პრეზენტაცია იგეგმება

5d7a50502b03c
ლიკა გურაბანიძე
14.09.19 11:30
2035
"ქუთაისში უნივერსიტეტის კორპუსებთან ერთად კიდევ ახალი ინსტიტუტი შენდება, რომლის შესახებაც 18 სექტემბერს გაჟღერდება", - ამის შესახებ BM.GE–ს ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროგრამის კოორდინატორმა თემურ მურღულიამ განუცხადა.

როგორც მურღულია განმარტავს, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.

"უნივერსიტეტის პროექტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. რა თქმა უნდა, გადადის შემდეგ ეტაპზე, მაგრამ პირველი ეტაპის დასრულების და მეორე ეტაპის გეგმების შესახებ 18 სექტემბერს პრეზენტაცია იქნება.

განვითარების გეგმა ტერიტორიის შემცირებისკენ არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ხოლო განვითარების გეგმა უფრო მეტი ინტენსიურობისკენ, ახალი ამოცანებისკენ რა თქმა უნდა, შეიცვალა და შეიცვლება", - განაცხადა მურღულიამ.

ცნობისთვის, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. მას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" სრულად აფინანსებს. 2020 წლის სექტემბერში კომპლექსის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად იქნება.