საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. BMG-მ ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს დაუსვა კითხვა, რომლის განმარტებითაც საუბარია ფონდის რეფორმირებაზე, რაც მისი მომგებიანობის ზრდისკენ იქნება მიმართული. კაკაურიძის განმარტებით, ფონდს ეყოლება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო და კომპანია აღარ ჩაებმევა სოციალური და წამგებიანი პროექტების დაფინანსებაში.
“უნდა მოხდეს ფონდის რეფორმა. ეს რეფორმა მოიცავს დამოუკიდებელი საბჭოს - ბორდის ჩამოყალიბებას, რომლებიც იქნებიან არაპოლიტიკური თანამდებობის პირებით და შესაბამისი პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ბორდი იქნება უკვე გადაწყვეტილების მიმღები თუ ვინ უნდა იყოს მენეჯმენტში ამა თუ იმ კომპანიაში, ნებისმიერი მსხვილი საწარმო უნდა იმართებოდეს ერთი პრინციპით, რაც არის საუკეთესო პრინციპი და მათ შორის ამ პრინციპებს. ჩვენ ვებგვერდზე არის პრინციპების დონეზე განთავსებული ამის შესახებ და ივნისში ვაპირებთ მთავრობამ დაამტკიცოს დეკლარირებულად სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგია, სადაც იქნება გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს თითოეული საწარმოს რეფორმირება, მათ შორის რომელი საწარმოები იქნებიან რეფორმის პირველ ეტაპზე. სახელმწიფო ელექტროსისტემაში დავიწყეთ ეს პროცესი და საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ფონდი უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან, ფონდს აქვს საკუთარი რესურსები, ეს არის ის კაპიტალი, რომელიც მის სარგებლობაშია და აქტივები, რომლებიც ფონდს აქვს და ამ აქტივების ხარჯზე უნდა შეძლოს დაფინანსების მოძიება და ინვესტორების შემოყვანა. მათ შორის, შეიძლება მოხდეს ერთი აქტივის რეალიზება და იმ აქტივის სხვა საინვესტიციო პროექტში გამოყენება. ეს არის ძირითადი მიზანი და საბოლოო ჯამში, გვინდა, საპარტნიორო ფონდი იყოს მომგებიანი საწარმო, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.
გადაწყვეტილი არის, რომ ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება საპარტნიორო ფონდი,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის: საპარტნიორო ფონდის აქტივები მისი უკანასკნელი ანგარიშგების თანახმად, 4.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.17 მილიარდი ლარია. ამჟამად ფონდის საკუთრებაში ორი მსხვილი საწარმოა, ესენია "საქართველოს რკინიგზა" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". 2020 წელს ფონდის კონსოლიდირებული შემოსავალი 1.49 მილიარდი ლარი, ზარალი კი 195 მილიონი ლარი იყო. წარსულში ფონდის საკუთრებაში ასევე შედიოდა სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და "თელასის" 25%-იანი წილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი