მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება სახელმწიფო შესყიდვებში? - კანონპროექტის განხილვა დაიწყო

5ec3cc8e575b4
BM.GE
19.05.20 16:05
1297
დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის კარდინალურ რეფორმას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მომხსენებლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის განმარტებით, ცვლილებები გამოწვეულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან და ის შეეხება დავების განხილვის საბჭოს ხელახალ ფორმირებას.

„მოქმედი რეგულაციით არსებობს დავების განხილვის საბჭოს ორი შემადგენლობა. ახალი რეგულაციით, კი ეს ორი შემადგენლობა უქმდება და სრულიად დამოუკიდებელი ორგანო ყალიბდება, რომელიც განცალკევებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან. ის შემდგარი იქნება 5 წევრისგან, რომლებსაც მაღალი ლეგიტიმაციის სტატუსი ექნებათ. სპეციალური კომისია 10 წევრობის კანდიდატს შეარჩევს და პრემიერმინისტრი მათგან, კომისიის მეშვეობით, დანიშნავს 5 წევრს. საბჭოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურება და ის დაინიშნებიან 5 წლის ვადით“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

მისივე თქმით, გაიზრდება გასაჩივრების ჩამონათვალი კერძოდ, საბჭოში აგრეთვე გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ანუ საჩივრდება ყველა გადაწყვეტილება, რასაც კი შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს. ასევე, საჩივრდება შეწყვეტილი ტენდერები, თუ ის არ არის დასაბუთებული და ოქმში სწორად არ არის აღწერილი ტენდერის შეწყვეტის მიზეზები.

ახალი რეგულაციით, ოქმს გასაჩივრების ვადა, 5 დღის ნაცვლად, 10 დღე ექნება. კანონპროექტით, გასაჩივრების დროს გამარტივებული შესყიდვებიდან ყველა პროცედურა ჩერდება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შედეგებისა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.