მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რა იდეაც არ უნდა მოგივიდეს, თუ ადამიანები არ გყავს გვერდით, ვერ განახორციელებ“ - ბიზნესმენი

62da97f6aaa72
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.22 16:33
4577
"არაპროფესიონალიზმი მეტია, ადამიანებს შრომა ნაკლებად უნდათ“ - ასე ეხმაურება ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ბოლო პერიოდში სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებით გააქტიურებულ დისკუსიას.

„ეს პრობლემა ზოგადად მსოფლიოშია - არაპროფესიონალიზმი მეტია, შრომა ნაკლებად უნდათ ადამიანებს, ამიტომ ეს გლობალურად და ქვეყნის ხელმძღვანელების საფიქრალია. ბიზნესი თავს გაართმევს რაღაცას...

ადამიანური რესურსების დეფიციტი სულ არის. 90-იანი წლების ბოლოდან ბიზნესში ვარ და თვალდახუჭული ვაფინანსებ ადამიანების სწავლას და რა ინიციატივაც არ უნდა იყოს მათგან, ყოველთვის მივყვები მათი ცოდნის და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის.

ასეთი <კადრების> დეფიციტია ლონდონში და პარიზშიც. ევროკავშირმა ისეთ ქვეყნებს გაუხსნა საზღვარი, საიდანაც ადრე მოქალაქეებს არ იღებდნენ. ყველაზე მთავარი (ბიზნესში) კადრებია. რა იდეაც არ უნდა მოგივიდეს და რა ფულიც არ უნდა ჩადო, ვერ განახორციელებ თუ ადამიანები არ გყავს გვერდით“, - განაცხადა ბიზნესმენმა BMG-სთან ინტერვიუში.