მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იკრძალება 18 მაისიდან COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის? – ცვლილებები დადგენილებაში

5ebd89a6c53a5
თამთა ჯიჯავაძე
14.05.20 22:09
6798

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში მთავრობამ ცვლილებები შეიტანა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის 18 მაისიდან, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ.: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა დასაშვებია მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას, მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

დადგენილება ამოქმედდება 2020 წლის 18 მაისიდან.