23.მარტი .2020 13:22

რა იმუშავებს და რა არა კარანტინის პერიოდში ბოლნისსა და მარნეულში?

views 647
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. ეკონომიკური გუნდი მუშობს კონკრეტული სიის შემუშავებაზე, თუ რომელი ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის პერიოდში.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, დღის ბოლომდე სია შემუშავებული იქნება, თუმცა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ მუშაობას გააგრძელებენ: საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტურქტურასთან - ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზით მომარაგება და ა.შ.

“დროებით, საგანგებო კარანტინის პერიოდში ჩერდება ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობა ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო უსაფრთხოებასთან და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან. თუმცა, ამავდროულად, ეკონომიკურ გუნდს აქვს დავალებული დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოთ, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ მუშაობას.

გარკვეული დადგენილი წესების დაცვით, შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტურქტურასთან - ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზით მომარაგება, გააგრძელებენ მუშაობას სამრეწველო საწარმოები, მათ შორის წიაღის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები, უფრო დეტალური ჩამონათვალი დღეს გვექნება და გამოქვეყნდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ამ 2 მუნიციპალიტეტში პრევენციული ღონისძიებები. ხელისშეწყობა იქნება მაქსიმალური და მოსახლეობას არ შეექმნება პრობლემა”,- ამბობს ნათია თურნავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა