მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ინფორმაციის მატარებელი იქნება Covid-პასპორტი და რაში გამოვიყენებთ მას საქართველოში? - თურნავა

609cfaf15ae66
ინგა მურუსიძე
13.05.21 14:16
1026
უწყებათშორისმა საბჭომ და პრემიერ-მინისტრმა საქართველოში Covid-პასპორტების შექმნას მხარი დაუჭირეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა და ახლა უკვე მის კონცეფციაზე მიდის მუშაობა.

"უახლოეს პერიოდში კოვიდ-პაასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით დამტკიცდება. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც შეგვიძლია ვიქონიოთ ელექტრონულადაც და ამობეჭდილი სახითაც და მასზე დატანილი იქნება ინფორმაცია თუ როდის აიცრა ადამიანი, აქვს თუ არა ჩატარებული PCR-ტესტი და სრული Сovid-ისტორია. ვფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ქვეყნის გარეთ გასამგზავრებლად", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მოსახლეობას ტექნოლოგიურად გამართულ დოკუმენტებს შესთავაზებს.

კითხვაზე - როგორ და რაში გამოიყენებს მოსახლეობა Сovid-პასპორტს ქვეყნის შიგნით, ნათია თურნავა პასუხობს, რომ "ამაზე მუშაობა მიდის".

"კონკრეტული მატერიალური შეღავათები არ განიხილება. საუბარია იმაზე, რომ როცა ადამიანები იქნებიან უსაფრთხო, კომპანიები იქნებიან უსაფრთხო, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შეზღუდვები მეტად შევამსუბუქოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.