მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იქნება პანდემიის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე? - მთავრობამ ანალიზი წარადგინა

5ea2bdf25f737
ინგა მურუსიძე
24.04.20 14:23
910
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება მინუს 4%, ბიუჯეტი კი შემოსავლების სახით დაკარგავს 1.8 მლრდ ლარს.

„ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა, იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გაგვეანალიზებინა, თუ რა იქნებოდა ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები. ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება -4%, ბიუჯეტი შემოსავლების სახით დაკარგავს 1.8 მლრდ ლარს, აქ მარტივად და სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება ხარჯების შემცირების და ამან მოგვცა დაახლოებით 300 მლნ ლარი. აქ ასევე გასათვალისწინებელი იყო ის მომენტი, რომ ყველაფერს დაემატა კოვიდ 19-ის ხარჯები და აშკარა გახდა, რომ ბიუჯეტის დასაბალანსებლად ჩვენ გვაკლია 3 მლრდ 900 მლნ ლარი. ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან, რის შედეგადაც დაფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა“, - განაცხადა გახარიამ.