2020 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმმა 206,1 ლარი შეადგინა, რაც საარსებო მინიმუმის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში საარსებო მინიმუმის მიმართ მწვავე საზოგადოებრივი კრიტიკა არსებობს, რაც უკავშირდება მის გაანგარიშების მეთოდოლოგიას და ამის შედეგად მიღებულ საარსებო მინიმუმის ფულად ღირებულებას, რომელიც არ ასახავს რეალურ მაჩვენებელს. მიუხედავად ამისა საარსებო მინიმუმი დინამიკაში იზრდება, მისი მზარდი ტენდენცია ბევრ კითხვასაც აჩენს, რეალურად რა მიზეზით იზრდება, რამდენად განპირობებულია ის ცხოვრების დონის ზრდასთან და სხვ. სანამ საარსებო მინიმუმის ზრდის მიზეზს განვიხილავთ, მიმოვიხილოთ საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგია.
საარსებო მინიმუმი წარმოადგენს მინიმალურ სასურსათო კალათას დამატებული მინიმალური არასასურსათო კალათის ღირებულება. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 30%-ით. საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0.7-ზე. ანუ საარსებო მინიმუმი დგინდება მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე და არასასურსათო კალათის ღირებულება მიიღება მხოლოდ პროპორციიდან პირობითი გაანგარიშების გზით.
მინიმალური სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების სურსათის პროდუქტისგან (ხორბლის პური, ბრინჯი, ღორის ხორცი, თევზი, რძე და რძის ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული და სხვ.) სასურსათო პროდუქტების რეკომენდებული დღიური ნორმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის შეადგენს 2300.00 კკალ. თითოეულ პროდუქტს მინიჭებული აქვს შესაბამისი კკალორია, საიდანაც დაანგარიშებულია ამ პროდუქტის მოხმარების მოცულობა. მაგ; ხორბლის პურის დღიური მოხმარებაა 250 გრ. რომლის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 579.6 კკალორიას. აქედან გამომდინარე შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სასურსათო კალათის საშუალო თვიური ღირებულება მიიღება კალათაში შემავალი პროდუქტების თვიური ნორმისა და თითოეული ამ პროდუქტის საშუალო ფასის ნამრავლით. ამ გზით მიღებული სასურსათო კალათის ღირებულება ბოლოს მრავლდება შევაჭრების კოეფიციენტზე, რომელიც შეადგენს 0.865-ს და მიიღება მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება.
მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი საკვები პროდუქტების ფასები გამოითვლება საქართველოს 5 ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი) ფასების შეწონილი საშუალოს დათვლით.
როგორც მეთოდოლოგიის განხილვიდან ჩანს, საარსებო მინიმუმის ღირებულებას განსაზღვრავს მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება. სასურსათო კალათის ღირებულება კი დამოკიდებულია მასში შემავალი პროდუქტების ღირებულებების ჯამზე. აქედან გამომდინარე საარსებო მინიმუმის ზრდას განაპირობებს შემდეგი. თუ გაიზარდა 40 დასახელების პროდუქტზე ფასები, ან გაიზარდა აღნიშნული პროდუქტების მოხმარება (მაგ; თუ ხორბლის პურის დღიური მოხმარება 250 გრ.-დან გაიზარდა 300 გრ.მდე, ან კალათას დაემატა ახალი სასურსათო პროდუქტი, მაშინ გაიზრდება მთლიანი კალათის ღირებულებაც), ან ორივე შემთხვევა, გაიზარდა როგორც პროდუქტების ფასები, ისე მათი მოხმარების მოცულობა. ჩვენს შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანების მიხედვით წლებია უცვლელია 40 დასახელების პროდუქტის ჩამონათვალი და მათი დღიური კკალორია. აქედან გამომდინარე საარსებო მინიმუმის ღირებულების ზრდაზე გავლენას ახდენს მხოლოდ მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასების ცვლილებები და რეალურად საარსებო მინიმუმის ზრდა არ გვიჩვენებს არც მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას და არც პროდუქტების მოხმარების სტრუქტურის ცვლილებას, საარსებო მინიმუმის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციის შედეგია.
2020 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საარსებო მინიმუმი გაიზარდა 13,7%-ით, ანუ გამოდის რომ ამ პერიოდში მინიმალური სასურსათო კალათის ინფლაციამ შეადგინა 13,7%. იმის მიხედვით თუ რომელ წელს ავირჩევთ საბაზისოდ, ნომინალური მაჩვენებლის ზრდის პარალელურად რეალური საარსებო მინიმუმის დონე უცვლელია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?