მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იყიდა და რა გაყიდა საქართველომ რუსეთში 2019 წელს - TOP-10 პროდუქტი

5e2d5ea13db07
თელარა გელანტია
26.01.20 13:41
2877
2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით გაიზარდა და 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 9 063.2 მლნ აშშ დოლარი (0.8%-ით ნაკლები).

საქსტატის ოფიციალური წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე საექსპორტო ბაზარია (497.1 მლნ. აშშ დოლარი); მას მხოლოდ 1.6 მლნ დოლარის ექსპორტით უსწრებს აზერბაიჯანი (აზერბაიჯანი (498.7 მლნ. აშშ დოლარი). მესამე პოზიციაზე კი სომხეთია, სადაც 2019 წელს საქართველოდან 412.2 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე.

რაც შეეხება იმპორტის სტატისტიკას, რუსეთი აქაც მეორე პოზიციაზეა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 613.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (975.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (858.7 მლნ. აშშ დოლარი).

BM.ge გთავაზობთ TOP-10 სასაქონლო ჯგუფს, რითაც საქართველო-რუსეთი ერთმანეთში ვაჭრობენ. 

რა გავყიდეთ 2019 წელს რუსეთში - TOP-10 პროდუქტი

1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $133,2 მლნ
2. ფეროშენადნობები - $114,5 მლნ
3. მინერალური და მტკნარი წყლები - $60.6 მლნ
4. ეთილის სპირტი/სპირტიანი სასმელები - $34.5 მლნ
5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $19.8 მლნ
6. ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი - $19 მლნ
7. ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - $13.7 მლნ
8. გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - $11.8 მლნ
9. წყლები შაქრის დანამატების შემცველობით - $11.2 მლნ
10. მსუბუქი ავტომობილები - $7.2 მლნ

რა ვიყიდეთ 2019 წელს რუსეთისგან - TOP-10 პროდუქტი

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $200 მლნ
2. ხორბალი და მესლინი - $90.7 მლნ
3. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $41.8 მლნ
4. ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - $34 მლნ
5. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან - $32.1 მლნ
6. სატელეფონო აპარატები - $30.4 მლნ
7. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $27.3 მლნ
8. ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - $24.3 მლნ
9. ელექტროენერგია - $22 მლნ
10. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $20 მლნ