მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იყო 520-ე დადგენილების ყველაზე დიდი ზიანი? - გიორგი ყიფიანის პასუხი

608c038f5b7d2
ინგა მურუსიძე
30.04.21 20:30
819
Vivo Medical-ის გენერალურ დირექტორის გიორგი ყიფიანის განცხადებით, 520-ე დადგენილებამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ინტენსიური მოვლის დარგს შეუქმნა. როგორც მან Forbes Talk-ში სტუმრობისას განაცხადა, დღეს საქართველოში დღე-ღამის მოვლის ხარჯები 80-90 დოლარის ფარგლებში ნაზღაურდება, რაც სასტუმროში ტურისტებისთვის ერთ საწოლდღეზე გაცილებით ნაკლებია.

"520-ე დადგენილებას რაც შეეხება, როცა განხილვები იყო, ძირითადად კარდიოქირურგიასთან დაკავშირებით იმართებოდა. მიმაჩნია, რომ ამ დადგენილებამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში ინტენსიური მოვლის დარგს შეუქმნა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება გამოუსწორებლად დავაზიანოთ ეს მიმართულება.

 ეს ის მიმართულებაა, რომელიც ხელშეუხებელია და ვფიქრობ დარგი ისე დაზიანდება, რომ მისი გამოსწორება შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს", - განაცხადა ყიფიანმა.