მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იყო მთავარი გამოწვევა „ლოქდაუნის“ დროს საქართველოს ბანკისთვის? – გაჩეჩილაძის პასუხი

5fa2f88aa54ea
თამთა ჯიჯავაძე
04.11.20 23:15
802
სულ მცირე ერთი ან ორი კვარტალი იქნება საჭირო იმისათვის, რომ დავინახოთ კრიზისის გავლენა საქართველოს საბანკო სექტორზე – ამის შესახებ Fitch Ratings-ის წარმომადგენელმა გადაცემა The CheckPoints-ში ბოლო ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან დაკავშირებით, BMG-მ კითხვით საქართველოს ბანკის აღმასრულებელ ხელმძღვანელს არჩილ გაჩეჩილაძეს მიმართა.

გაჩეჩილაძემ ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რაზეც ბანკს ყურადღების გამახვილება პანდემიის პერიოდში მოუწია.

„ჩვენ შევქმენით რეზერვები პოტენციური დანაკარგებისთვის მთელი წლისთვის. მთავარი პრობლემა პანდემიის და "ლოქდაუნის" დაწყებიდან იყო ის, რომ დავრწმუნებულიყავით რომ ვაგრძელებდით მომხმარებლებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას იმ პერიოდშიც. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი თანამშრომლები "ლოქდაუნის" დროს სამსახურამდე მოსულიყვნენ, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო. ეს იყო ერთი გამოწვევა. მეორე გამოწვევა კი იყო ის, რომ ე.წ Back ოფისის ყველა თანამშრომელი სახლიდან მუშაობაზე გადაგვეყვანა, და ეს ათი დღის განმავლობაში მოგვეხერხებინა“, – აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა არის ის, რომ დარწმუნდე რამდენად უზრუნველყოფილია ნაღდი ფულის მიწოდება ასეთ დროს, რათა ამ მხრივ მომხმარებლებს პრობლემები არ შეექმნათ, – „კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ შევძელით ამ გამოწვევის მართვა საკმაოდ წარმატებულად. ჩვენ უზრუნველვყავით ჩვენი სერვისების უწყვეტი მიწოდება. ასევე, "ლოქდაუნის" პერიოდშიც და შემდეგაც ჩვენ მხარს ვუჭერდით ჩვენს მომხმარებლებს, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.

მანვე დასძინა, რომ არსებობს საკმაო ლიკვიდობა იმისა, რომ დარწმუნებულები ვიყოთ რომ ბანკს შეუძლია სესხების გაცემა მომხმარებლებზე, ვისაც ეს სჭირდება.