მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იზღუდება მარნეულსა და ბოლნისში - მთავრობა მოსახლეობას საინფორმაციო sms-სს უგზავნის

5e78629b98f8a
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.20 11:35
771
საქართველოს მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო შეზღუდვების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მოკლე ტექსტური შეტობინებებით დაიწყო, სადაც განმარტებულია, რას გულისხმობს აღნიშნულ ორ მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები.

„მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, წესდება საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება:

1. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა.

2. გადაადგილება, გარდა საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

3. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

4. იხურება ყველა ობიექტი, გარდა საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისა.

5. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

www.StopCoV.ge  ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“, - ნათქვამია მთავრობის მიერ დაგზავნილ sms შეტყობინებაში.