მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება ცხოვრება დისტანციურად მუშაობისთვის 4 ყველაზე მოთხოვნად ქვეყანაში ?

60672bd16c812
ნათია თაქთაქიშვილი
03.04.21 00:00
1144
CNBC-ი წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად მუშაობა წელსაც აქტუალურია. გამოცემის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა, ვინც დისტანციურ მუშაობას უცხო ქვეყნიდან ირჩევს, აქცენტს თბილ ქვეყნებსა და ნაკლებ დანახარჯებზე აკეთებს.

გამოცემის მიხედვით, ოთხი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა დისტანიურად მუშაობისთვის გასული წლის მონაცმებით ბალი, ბარბადოსი, ხორვატია და იამაიკა იყო.

თუკი დისტანციურად მუშაობას ბალიდან გადაწყვეტთ, ერთი პირისთვის აპარტამენტის დაქირავება თვეში დაახლოებით 500 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, ხოლო ვილის დაქირავება, რომელიც დაახლოებით ექვს პირზეა გათვლილი 1,000 აშშ დოლარი ღირს.

ხორვატიის შემთხვევაში დაახლოებით 950 ევროს გადახდა მოგიწევთ თუ ბინას და ავტომობილს ერთი თვით დაიქირავებთ, მაშინ როდესაც მსგავსი აპარტამენტის დაქირავება აშშ-ში დაახლოებით 1,180 – 1,770 აშშ დოლარი ჯდება. შესაბამისად პირები, რომლებმაც დისტანციურად მუშაობისთვის ხორვატია აირჩიეს, ქვეყანას შედარებით ბიუჯეტურად და ხელმისაწვდომად აფასებენ.

საპირისპიროს აცხადებენ, პირები, რომლებმაც დისტანციურად მუშაობისთვის ბარბადოსი აირჩიეს, მათი განცხადებით, ფასები ძალიან მაღალია, როგორც საკვებზე, ასევე ბინებზე. აქ აპარტამენტის დაქირების ფასი 1,500 აშშ დოლარსაც კი აჭარბებს.

პირები, რომლებმაც დისტანციურად მუშაობისთვის იამაიკა აირჩიეს, აცხადებენ, რომ აქ ფასები ძალიან შერეულია და არჩევანის დიდი დიაპაზონია. ტაქსით მგზავრობა დაახლოებით 5 აშშ დოლარი ღირს, ხოლო ერთი ბოთლი ღვინო 35 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, რაც შეეხება ბინის დაქირავებას, აქ ფასები 600 აშშ დოლარიდან იწყება და კომფორტის შესაბამისად იზრდება.