მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება თბილისის განათება?

5dfe16009d89a
სალომე მეცხვარიშვილი
21.12.19 18:50
1590
თბილისის მერია მთელი წლის განმავლობაში თბილისის ქუჩებისა და შენობების არქიტექტურულ განათებას უზრუნველყოფს. ამ საქმიანობით მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფია" დაკავებული.

დღეის მდგომარეობით, მხოლოდ შპს "თბილსერვის ჯგუფს" გააჩნია დისტანციური ცენტრალიზებული მართვის და კონტროლის სისტემა, რომლის საშუალებითაც ცენტრალური სერვერიდან ხორციელდება ქალაქის გარე განათების ქსელის ჩართვა-გამორთვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულია, რომ ამ საქმიანობის განხორციელება კომპანიის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. სწორედ ამით ხსნის თბილისის მერია გამარტივებულ-უტენდერო შესყიდვას, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში თბილისის განათებას უზრუნველყოფს.

2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურული განათებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ეს თანხა მოიცავს: არსებული სანათების მიერ საშუალოდ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ექსპლუატაციის მიზნით აუცილებელ ხარჯებს.