14.აგვისტო .2019 16:00

რა კავშირშია დღგ-ის დაბრუნების რეფორმა ყალბი ანგარიშფაქტურის მასშტაბურ სქემასთან - მინისტრი

views 699
უკან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობის გადასხდებისგან თავის არიდების სქემა გაშიფრა. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე გამოძიება 53 პირის ქმედებების შესახებ მიმდინარეობს, მათგან 38 პირი კი უკვე დაკავებულია.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების შედეგად სახელმწიფომ თავიდან აიცილა 100 000 000 ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისი ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, გადასახადებისგან თავის არიდების სქემა თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს, თუმცა საქართველოში მსგავსმა შემთხვევებმა მასშტაბური სახე ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მიიღო.

Bm.ge-ის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ივანე მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ ამის მოტივატორი დღგ-ის უკან დაბრუნების რეფორმა და გადასახადების მიმართ სახელმწიფოს ლიბერალური მიდგომა გახდა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ლიბერალიზაცია მოვახდინეთ გადასახადების, მათ შორის იყო დღგ-ის დაბრუნების თემა. დღგ-ის დაბრუნებას ეს პრობლემა უშუალოდ არ ებმის, დაბრუნების არხით არ არის ეს თაღლითობა გაკეთებული, მაგრამ ესეთი უპრეცედენტო მასშტაბის დაბრუნება თავისთავად ეტყობა ჩაითვალა... იცით, სახელმწიფო რამდენად ლოიალურია, რამდენად ლიბერალიზაცია მოახდინა და მე მაინც მგონია, რომ ეს იყო ბიძგის მიმცემი, რომ ამ სფეროში შეიძლება მღვრიე წყალში თევზი დაიჭირო.

ეს იყო უფრო ფსიქოლოგიური მომენტი, მერე უბრალოდ ტექნიკა ამ პროცესში უფრო დაიხვეწა და მასშტაბები გაიზარდა, თორემ თვითონ ეს ტრანზაქცია, რაც დღგ არსებობს, იმ დროიდან არსებობს“, - განმარტავს ფინანსთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა