მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კერძი მოუხდებოდა მთავრობას? - გურამ ბაღდოშვილის პასუხი

5fcb53ee048f4
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 20:00
1447
„აჯაფსანდალი - გემრიელია, მაგრამ აზელილ-მიზელილია“, - ასე უპასუხა შეფმზარეულმა და რესტორატორმა გურამ ბაღდოშვილმა BMG Drive-ის წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას "რა კერძი მოუხდებოდა ამ მთავრობას?".

მისი თქმით, ის თავის საქმის პროფესიონალია და სტუმარს, განურჩევლად იმისა, მტერია თუ მოყვარე, ერთნაირად კარგად უნდა გაუმასპინძლდეს, თუმცა შეფმზარეული მიიჩნევს, რომ „აჯაფსანდალი“ დღევანდელ მდგომარეობას ჰგავს.

„მაცივრის წმენდაა ერთგვარი, როდესაც ბევრი კერძი გაქვს, გამოიტან და ყველას ერთად ჩათუთქავ და საბოლოოდ, არ იცი, როგორი გემო ექნება. ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ, სამწუხაროდ“, - განაცხადა ბაღდოშვილმა.