პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აღმაშენებელი-ქუთაისი“ ახორციელებს.
კომპანიამ ფაქტობრივად დაასრულა ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი. სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას. ლანჩხუთში ამჟამად სრულდება ტროტუარების გაფართოების სამუშოები. ახლად მოწყობილი ტროტუარების კონტურის ცვლილების საჭიროება გამოიწვია გაუმართავი სანიაღვრე სისტემის ახლით ჩანაცვლების აუცილებლობამ, რის სამუშაოებსაც კომპანია საკუთარი ხარჯით აწარმოებს.
დასრულების ეტაპზეა სამუშაოები ოზურგეთშიც, სადაც მიმდინარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე შენობების და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.
ჩოხატაურში უკვე სრულდება პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები - განახლებულია დუმბაძის ქუჩაზე არსებული 8 შენობა, ტროტუარები, გაზონები და 3 სკვერი (ე.წ. კრიმანჭულის, რამიშვილისა და დუმბაძის პარკები). რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს, პროექტი ითვალისწინებს მოედანზე 4 000 კვმ ცენტრალური პარკის მოწყობას, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი და სხვადასხვა აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეები, ავტოსადგომები, ბილიკები და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ობიექტები. სამშენებლო პროცესი, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მაისში, შეჩერდა დროებით მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწყობად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებამდე. ამჟამად სამუშაოები განახლებულია.
გურიაში პროგრამით განსახორციელებელი პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება 20 მლნ ლარია, რომლის საბოლოო ოდენობა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საფუძველზე დადგინდება. კომპანიას 12 მილიონი ლარი მიღებული აქვს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისათვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი