მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კეთდება საქართველოში კორონავირუსის თავიდან აცილებისთვის? - გამყრელიძის პასუხი

5e329a70c258e
თათია ჩაფიჩაძე
30.01.20 12:56
1412

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის მტკიცებით, საქართველოში კორონავირუსის თავიდან არიდების პროცესში ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია.

გამყრელიძის განცხადებით, საზღვრებზე ყველა მგზავრი მოწმდება და ასევე აქტიურად ხდება მათთვის ვირუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

„გუშინ გამოიცა პრემიერის განკარგულება ბრძოლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში ჩართულია რამდენიმე უწყება და მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა. შექმნილია საკორდინაციო საბჭო, სადაც მოდის ყველა ინფორმაცია. რაც შეიძლება მეტი პრევენცია უნდა გავაკეთოთ პირველი იმისთვის, რომ არ მოხდეს ვირუსის შემოტანა და მეორე თუ მოხდა, რა გადაუდებელი ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ.

დღემდე ვირუსი საქართველოში შემოტანილი არ არის. ბოლო მონაცემებით ჩინეთიდან შემოვიდა 110 და გავიდა 129 ადამიანი. საზღვრებზე კვირიდან დაიწყო თერმული სკრინინგი, ყველას ვუზომავთ ტემპერატურა და თუ 38 და მეტია, მაშინ ექიმი იღებენ გადაწყვეტილებას, საჭიროებს თუ არა ესა თუ ის პირი საავადმყოფოში გადაყვანას.

ამ კატეგორიის ადამიანებისთვის 4 საავადმყოფოა გამოყოფილი თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ინფექციური საავდმყოფოები და ეს კლინიკები აირჩა იმის გამო, რომ მათ აქვთ შესაბამისი ბაზა. ასევე მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, საზღვარზე ყველას ურიგდება ბუკლეტი სადაც მითითებულია ყველა ინფორმაცია.

გარდა სკრინინგისა, ჩვენ ავამაღლეთ ე.წ. ზედამხედველობის თამასა მთელს ქვეყანაში რესპირატორულ დავადებებეზე. ყველას, ვისაც აქვს რაიმე მსგავსი სიმპტომი, აუცილებლად გადამისამართდებიან შესაბამის დაწესებულებებში. ასევე იცით, რომ ბევრი ჩინელი მუშახელია დასაქმებული საქართველოში და ამ ადგილებსაც 2 კვირის განმავლობაში მოვიცავთ. ყველგან იკვრება პლაკატები და რიგდება ბუკლეტები.“ - აცხადებს გამყრელიძე.