სასტუმრო „Legend Tskaltubo Spa Resort”-ის დამფუძნებელი და დირექტორის ანდრო ჯიშკარიანის განცხადებით, გუშინ, იმერეთში, პრემიერის ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას, მის მიერ დასმულ ყველა კითხვას გაეცა პასუხი.
BM.GE-სთან საუბარში ანდრო ჯიშჯარიანის აღნიშნავს, რომ მისი კითხვები არ შეეხებოდა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას. Legend Tskaltubo Spa Resort-ს დირექტორს არ დაუკონკრეტებია რომელი ლოკაციებით ინტერესდება ის კახეთში, თუმცა აღნიშნა, რომ მას სახელმწიფოს სასტუმროების თანადაფინანსების პროგრამის ლოკაციების შესახებ დეტალები აინტერესებდა.
„კითხვა მქონდა ლოკაციებთან დაკავშირებით - სახელმწიფო პროგრამაში „უმასპინძლე საქართველოში“ გაწერილია 632 ლოკაცია, სადაც სასტუმროების მშენებლობის თანადაფინანსებაში შედის „აწარმოე საქართველო“. მაინტერესებდა იყო თუ არა ამ სიაში კახეთში კონკრეტული ლოკაციები შესული და როგორ უნდა მომხდარიყო მათი დამატება.
რაზეც მივიღე პასუხი, რომ ეს არის ის ლოკაციები, სადაც ინფრასტრუქტურა ვითარდება და შესაბამისად ინტერესია, რომ იქ მოხდეს ბიზნესის განვითარება, რადგან მიყვება ინფრასტრუქტურის განვითარებას. თუმცა ამავე დროს მივიღე პასუხი, რომ ისეთი ლოკაცია, რომელიც შეიძლება გამორჩენილი იყოს, ან გამორჩენილი არაა, მაგრამ ინტერესის სფერო იყოს ბიზნესისთვის, დანიხილება და აწარმო საქართველოს სასტუმროს თანადაფინანსების კომპონენტის ბაზაში გარკვეული დროის განმავლობაში ეს ლოკაციებიც დაემატება“, - თქვა ანდრო ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, მას ჰქონდა კითხვები სასტუმროების კუთხით საკრედიტო მექანიზმების ამოქმედების ვადებზე.
„მაინტერესებდა როდის ამოქმედდება სასტუმროების კუთხის კრედიტების თანადაფინანსება. კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ იგეგბება მექანიზმის ამოქმედება ამ დღეებში იგეგმება. საუბარია ისევ აწარმოე საქართველოშის ფარგლებში 80/20-ზე დაფინანსება იმ სასტუმროების, რომლებსაც კრედიტი აქვთ, ბრუნვა 20 მლნ ლარზე ნაკლები აქვთ და 5 მლნ ლარზე ნაკლებია საერთო საკრედიტო პორტფელი.
ამასთან ერთ-ერთი კითხვა იყო იმის შესახებ აწარმოე საქართველოს უკვე არსებულ ბენეფიციარებს თუ შეეხებათ არსებული 36 თვიანი შეღავათი, რომელიც პროგრამაში ცვლილებების შედეგად განისაზღვრა. დაგვიდასტურა, რომ ეს მის ძველ ბენეფციარებსაც შეეხებოდათ.
ხოლო კითხვაზე - ხომ არ იგეგმება ტურისტული კომპანიების მსგავსად სასტუმროების დღგ-სგან განთავისუფლება, მივიღეთ პასუხი, რომ ჯერ-ჯერობით ეს არ იგეგმება და ისე დარჩება როგორც არისო“, - უთხრა BM.GE-ს „Legend Tskaltubo Spa Resort”-ის დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი