მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კონსულტაციებია საქართველო-ევროკავშირს შორის აფხაზეთთან დაკავშირებით?

5eff2b65be9ad
ინგა მურუსიძე
03.07.20 17:10
1218
ამ შესაძლებობაზე ევროკავშირთან გვაქვს კონსულტაცია, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ შეკითხვას აფხაზეთში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში გატანის შესაძლებლობის შესახებ.

მან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ პრობლემა პროდუქციის მიკვლევადობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მაგალითად ევროკავშირში გატანილ პროდუქციას პრობლემა შეექმნება, ქართულ სახელმწიფოს მოუწევს პროდუქციის მწარმოებლის, მისი შემსყიდველის და რეალიზატორის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს.

„აფხაზეთის მხრიდან პროდუქციის გადმოტანას რაც ეხება, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მაშინ შეიძლება ალბათ ამაზე საუბარი. ცოტა რთული იქნება დაინერგოს მიკვლევადობა იმ ტერიტორიაზე, როცა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე თავსდება, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროდუქტზე მიკვლევადობის საშუალება. ვინმე რომ მოიწამლოს, მიკვლევადობა უნდა არსებობდეს საქართველოს მხრიდან, რომ შეგვეძლოს გაკონტროლება რომელმა კომპანიამ აწარმოა, ვის მიაწოდა და ა.შ. ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე, სამწუხაროდ, ვერ ხდება იქ წარმოებული პროდუქტების განთავსება არ შეგვიძლია. საინტერესო წინადადებაა და ჩვენ მსგავს შესაძლებლობაზე ევროკავშირთანაც გვაქვს კონსულტაციები. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ იმ მხარეს მოღვაწე მწარმოებლებმაც მოახდინონ ამ შესაძლებლობის გამოყენება. ამ შესაძლებლობაზე ევროკავშირთან გვაქვს კონსულტაცია. შეგვიძლია შევხვდეთ და ვისაუბროთ თუ რა ეტაზე ვიმყოფებით“, -მიმართა გენადი არველაძემ „ასოციაცის მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ გამგეობის თავმჯდომარეს.

თავის მხრივ, გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ბენიძემ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უთხრა, რომ მინისტრისთვის წინადადება უკვე შეთავაზებულია და ორგანიზაციაში მასთან მეორედ შეხვედრას ელოდებიან.

„ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულება არის კონფლიქტური რეგიონები და ძირითადად აფხაზეთი. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა გავლენიან ფიზიკურ პირებთან და ისინი თანახმა არიან, რომ იქ წარმოებული პროდუქცია, რომელიც შეესაბამება სტანდარტებს, საქართველოს სახელით გავიდეს ევროკავშირში. ისინი მზად არიან და მთავარია ჩვენ გამოგვიყენოთ კავშირების დასამყარებლად“, - მიმართა მინისტრის მოადგილეს ოთარ ბენიძემ.