27.მაისი .2020 21:20

"რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ "პონტში"..." - პრემიერი ბიზნესის შეჩერებაზე

views 4180
უკან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პანდემიასთან ბრძოლის ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კითხვაზე როგორ ახდენდა მთავრობა ბიზნესის დროებით გაჩერებას და რა პრინციპით არჩევდა კომპანიებს, განაცხადა, რომ ბევრმა კომპანიამ დროებითი გაჩერების გადაწყვეტილება თავად მიიღო და აქ არანაირ შერჩევითობას ადგილი არ ჰქონია.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და შტაბის შექმნის შემდეგ გამოჩნდა ის მსხვილი, სისტემური კომპანიები, რომელთა შემდგომ ერთ თვეში თუ ერთ კვირაში გაჩერებას და შემდგომ ახალ ამუშავებას შეიძლება გამოეწვია ათობით მილიონი ზარალი. ეს არის მეტალურგია, მოპოვებითი საქმიანობა. მაგალითად ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, უბრალოდ ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში, რომ ვინც მუშაობს შიგნით ჩაგვეტოვებინა, რომ არ შეგვეტანა ეს ვირუსი. ისევე როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად რიკოთი ერთი დღით არ გაჩერებულა, უბრალოდ იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომელსაც მკაცრად ვაკონტროლებდით, ამის შემდგომ გარკვეული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობასთან თვითონ მოვიდნენ: ცემენტის წარმოება, არმატურის წარმოება... ზოგიერთ კომპანიას არც ჰქონდა სურვილი და თქვა რომ მე ამ პირობებში სწრაფად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირს, დაველოდები ერთი თვე და მერე.

ასე იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული და მერწმუნეთ რომ ეს დროში ისე ხდებოდა, რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში... მაგრამ რა კორუფცია ხალხო. იქ ეგეთი თემა...“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა