საქართველოს მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დასაწყებად სპეციალური დადგენილება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში პურსის ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყოველთვიურად 10,000 ტონამდე ხორბლის სუბსიდირება მოხდება, რაზეც თვეში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
დადგენილება ხორბლის ფქვილის იმპორტიორებსა და მწარმოებლებს განუსაზღვრავს სუბსიდიის ფასს, რაც 50 კილოგრამ ფქვილზე (ერთ ტომარაზე) 10 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების პირობის თანახმად, კომპანია, რომელიც მთავრობისგან ამ სუბსიდიას მიიღებს, ვალდებულია, რომ ტომარა ფქვილი მაქსიმუმ 53 ლარად გაყიდოს.
არსებული ვადების თანახმად, სუბსიდირება 1 დეკემბერი - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს.
ხორბლის სუბსიდირების პროგრამის განახლება საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება.
მთავრობის დადგენილების თანახმად, პროგრამის პირობები და შეზღუდვები ასეთია:
1. პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარ(ებ)ისათვის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:
ა) სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 10 ლარს;
გ) პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია გაიცემა არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10 000 ტონა მოცულობის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე;
დ) პოტენციური ბენეფიციარი დააფიქსირებს ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით მისაღები სუბსიდიის ოდენობასა და მოცულობას, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის ფარგლებში;
ე) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 10 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება ყოველთვიურად;
ვ) სააგენტო, პროგრამის პირობების გათვალისწინებით, პოტენციურ ბენეფიციარ(ებ)თან სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმებას განახორციელებს შემდეგი პრინციპით: უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან, რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი თანხით შეთავაზებული მოცულობა ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობას, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ ბენეფიციართან და გაგრძელდება ამავე პრინციპით, სანამ არ იქნება შევსებული პროგრამით განსაზღვრული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობა;
ზ) ეთხოვოს საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული აქვთ არანაკლებ 90 ტონა ფქვილისა ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბლისა,”- ნათქვამია დადგენილებაში.
მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, თუკი პროგრამის რომელიმე ბენეფიციარი დაარღვევს ერთი ტომარა ფქვილის მაქსიმუმ 53 ლარად რეალიზაციის ვალდებულებას, მაშინ მას მინიმუმ 50,000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?