Powerchina/Sinohydro საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია - კომპანია ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას ჩაატარებს და მოსამზადებელ სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. კომპანიაში ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. გარდა ამისა, სამუშაოების განხორციელება მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გამო არ გადაიდება, რადგან Powerchina/Sinohydro-ს როგორც ტექნიკური, ისე თანამშრომლების ბაზა საქართველოში აქვს განთავსებული. ამ სამუშაოებისთვის ჯამში 95 მლნ-ია გამოყოფილი.
„სინოჰიდროს“ იურიდიულმა მრჩეველმა გიგა კვერენჩხილაძემ ტენდერის დეტალებზე “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ხულო-ზარზმის გზა ხელახლა აშენდება.
“ჩვენი კომპანიისთვის ამ ტენდერში გამარჯვება დიდი პატივი იყო. ეს საერთაშორისო ტენდერია, რომლის დამფინანსებელი ქუვეითის არაბთა საერთაშორისო განვითარების ფონდია. საერთო ჯამში 47 კმ-იანი გზა უნდა აშენდეს, საიდანაც 42 კმ-იანი მონაკვეთს Powerchina/Sinohydro ააშენებეს. ამჟამად იურიდიული საკითხები უნდა დასრულდეს და შემდგომ რეალური სამუშაოები დაიწყება.
გზის მშენებლობის სამუშაოების დასრულება მისი დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში მოხდება. პროექტის დასრულების შემდგომ გზა დაახლოებით საათნახევრით შემცირდება. ეს თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებისთვის იქნება”, - განმარტა კვერენჩხილაძემ.
„სინოჰიდრომ” რა კრიტერიუმებით გაიმარჯვა?
“ამ ტიპის ტენდერებში მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება. როგორც კვალიფიკაცია, ასევე რესურსი თუ რამდენად შეუძლია კომპანიას ამა თუ იმ პროექტის განხორციელება. ჩვენი კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება სავარაუდოდ ამ კრიტერიტუმის გათვალისწინებით მოხდა.”
„სინოჰიდროს” იურიდიულმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ კომპანიაში პროექტებზე დასაქმებული მუშახელის 75%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეები არიან.
ცნობისთვის: “სინოჰიდრომ” ქვეყანაში გასული წლების განმავლობაში რამდენიმე პროექტი განახორიელა მათ შორის: რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია, ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი და მეორე ლოტი, ასევე თბილისი-რუსთავის მაგისტრალი, ლანჩხუთი-ჯაპანას ავტობანის აშენება და ხაშურის შემოვლითი გზა.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა