მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კრიტერიუმით შეირჩა მაია ომიაძე ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსად? - მინისტრის პასუხი

63a98e6a4f2f7
მარიამ ვარადაშვილი
26.12.22 16:32
1715
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ვაკანტური აღარ არის. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ თანამდებობაზე მაია ომიაძე დაინიშნა, რომელიც დღემდე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი იყო.

საქმე ის არის, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც თავად მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა.თითქმის ორი წლის შემდეგ კი, ეკონომიკის სამინისტრომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შერჩევის მიზნით, გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა, სადაც 31 განაცხადა შევიდა.

კონკურსის პირობების თანახმად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს უნდა მიეღო, ამიტომ BMG-მ ვიცე-პრემიერს ჰკითხა - "რა უნარ-ჩვევების გამო გაკეთდა არჩევანი მაია ომიაძეზე და რა დავალებები მიიღო უკვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა".

პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მაღალი ნდობა - ეს ის სამი ძირითადი კრიტერიუმია, რომლის გამოც, მინისტრის თქმით, ვაკანტურ თანამდებობაზე მაია ომიაძე შეირჩა.

“ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წამყვანი როლი აქვს ეკონომიკაში და მომავალში კიდევ უფრო დიდი ექნება; მას გამოცდილი ხელმძღვანელი სჭირდება. ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს პროფესიონალიზმი, გამოცდილება და საკმაოდ მაღალი ნდობაც - ასეთია მაია ომიაძე. ის დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი იყო და აქ მუშაობის პროცესში გავიცანი. მას გააჩნია მარკეტინგისა და ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ კარგი გამოცდილება და, ის უნარები რაც ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს სჭირდება.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, მოგეხსენებათ, ქვეყანაში „ტურიზმის კანონი“ არ გვაქვს; ის მიღების პროცესშია და ძირითადი პრიორიტეტები საკანონმდებლო დოკუმენტში უნდა აისახოს, ამიტომ, ახალი ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა იქნება, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში”, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.