Standard & Poor's-მა 2011 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. 11 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს რეიტინგი "BB მინუსიდან" “BB”-მდე გააუმჯობესდა, რაც ერთი საფეხურით წინსვლას ნიშნავს. განახლებული რეიტინგის პროგნოზი კი, "სტაბილურია".
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ Standard & Poor’s-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა არის უფრო ნაკლებად რისკიანი, ვიდრე წარსულში იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, წინსვლა საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის.
"რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის? - ეს არის ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარება. როგორც ჩვენი შიდა ადგილობრივი ინვესტორები, ისევე საერთაშორისო ინვესტორები არიან დადებითად განწყობილები და რეიტინგის შემხედვარე კიდევ უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში", - განაცხადა ნათია თურნავამ.
S&P იყო უკანასკნელი სარეიტინგო სააგენტო, რომელიც საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს "BB მინუსის” დონეზე ინარჩუნებდა, ვინაიდან Moody’s-მა ანალოგიური სარეიტინგო დონიდან, “BB”-ის თანრიგის საკრედიტო დონემდე გაზრდის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში მიიღო. Fitch-მა კი, საქართველოს რეიტინგი “BB”-მდე 2019 წლის 22 თებერვალს გაზარდა.
თუმცა, ამასთან ერთად ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მათ შორისაა, როგორც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხები, ასევე საგარეო სექტორიდან მომავალი რისკები.
Standard & Poor’s-ი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სისუსტედ კვლავ დაბალი შემოსავლები რჩება და რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესება, მათ შორის ეროვნული შემოსავლების ზრდაზეც იქნება დამოკიდებული.
რეგიონთან შედარებით მაღალი საშუალო ზრდის (2015-2018 წლებში საშუალოდ 4%-ის) მიუხედავად, Standard & Poor’s-ი მიუთითებს, რომ 2022 წლის ბოლომდე ნაკლებ სავარაუდოა, რომ ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობამ $5,000 აშშ დოლარს მიაღწიოს.
შედარებისთვის, 2019 წლისთვის მშპ ერთ მოსახლეზე $4,300-ს შეადგენს, რაც S&P-ის შეფასებით, “გლობალურ ჭრილში კვლავ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.”
რეიტინგის გაუმჯობესებას საქართველოს ფინანსთა მინისტრიც გამოეხმაურა. ივანე მაჭავარიანის თქმით, ეს გაუმჯობესება მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და რეგიონალური პროცესების მიმართ შედარებითმა მდგრადობამ გამოიწვია.
“პირველ რიგში, Standard & Poor's-ი აღნიშნავს, რომ მიესალმება იმ რეფორმებს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ. აქაა ნახსენები რამდენიმე რეფორმა. მათ შორისაა განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, ასევე მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა, კერძოდ დღგ-ის დაბრუნების თემა.
მეორე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც გააუმჯობესა რეიტინგი, ესაა ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ამჟღავნებს ისეთ მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ, როგორი ხარისხისაც აქამდე არ ყოფილა", - განაცხადა მაჭავარიანმა.
Standard & Poor's-ი საკუთარ მიმოხილვაში ყურადღებას საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მნიშვნელობაზე ამახვილებს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ FDI-ის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა 5.7%-ს შეადგენს, რაც "BB" რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. ორგანიზაცია მომდევნო წლებში ამ ინდიკატორის 7%-მდე ზრდას პროგნოზირებს.
"საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით აშენებული ბუნებრივი აირის მილსადენის (შაჰ-დენიზის მეორე ფაზა) მშენებლობის დასრულების შედეგად, ქვეყანაში შემოსული FDI-ს მოცულობა საშუალოდ მშპ-ის 7%-მდე შემცირდება, რაც 2014-2017 წლებში არსებულ 11%-თან შედარებით ნაკლებია. თუმცა, ამავდროულად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების პარალელურად, შემცირდა საინვესტიციო საქონელის იმპორტიც, რის შედეგადაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდება. 2019-2022 წლების მონაკვეთში ეს დეფიციტი საშუალოდ 6.3%-ის დონეზე იქნება. დეფიციტის დაბალანსებას ამასთანავე სერვისების ექსპორტი (იგივე ტურისტული და სატრანზიტო შემოსავალი) შეუწყობს ხელს," - ნათქვამია მიმოხილვაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება