მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მარჟებზე მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში?

60351e593c572
სალომე მეცხვარიშვილი
23.02.21 21:41
1950
"თემა მიშვებულია, უზარმაზარი მარჟებით ზრდიან მედიკამენტების ფასებს" - ამის შესახებ საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მთავრობა მისი მეთაურობით აუცილებლად იმუშავებს.

მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა, რომელზეც არაერთი პოლიტიკოსი აპელირებს. მათი ნაწილი მედიკამენტებზე მაღალი ფასის გამო მთავარ დამნაშავედ ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებს მიიჩნევს, რომლებიც მათი თქმით, მოგების 100-200%-იან მარჟებზე მუშაობენ.

“ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში” კი განსხვავებულ რიცხვებზე საუბრობენ. ასოციაციის თავმდჯომარის ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ასოციაციაში შემავალი კომპანიების ფასნამატი იმპორტირებულ მედიკამენტებზე 45%-ს არ აღემატება, თუმცა, ეს მოგების მარჟა არ არის და ამ ფასნამატს აკლდება სხვადასხვა ხარჯი, რომელიც კომპანიებს აქვთ.

“ჩვენი ასოციაცია აერთიანებს 22 საერთაშორისო კომპანიას და მათ მიერ წარმოებული მედიკამენტები მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების 35%-ს მოიცავს. ფასნამატები ამ მედიკამენტებზე საშუალოდ 35-40%-ს არ აღემატება. აფთიაქებში ფასდაკლებების დღეს ეს ფასნამატი ჩამოდის 6-7%-ზე. 100% და 200% ნამდვილად არ არის ფასნამატი. სხვა კომპანიების მაჩვენებლებზე მე ვერაფერს გეტვით, თუმცა, ჩვენთან ასეთი მდგომარეობაა. ამიტომ, საჭიროა, მთავრობამ ერთხელ გააკეთოს კვლევა, კონფიდენციალურობის დაცვით და შეადაროს იმპორტის ფასი რეალიზაციის ფასს...”,- აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.