მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მდგომარეობაა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში? - NCDC

5f3399f42ae99
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.20 11:26
1482
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ყაზბეგის რაიონში ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებს ბევრი კონტაქტები არ ჰქონიათ და ამ ეტაპისთვის ყაზბეგის სოფლებში დაწყებულია კვლევა.

„ერთი ჩვენი ჯგუფი წასულია ყაზბეგის რაიონში, იქ მოგეხსენებათ ჩვენი მესაზღვრეები საპატრულო პოლიცია მათგან 3 ინფიცირებული არის ადგილობრივი, ყაზბეგის რაიონის თითო-თითო სოფლიდან. დღეს უკვე ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობს კვლევა. საბედნიეროდ, იქ ინფიცირებულებს თავის ოჯახებში ბევრი კონტაქტები არ აქვთ, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა იქიდან გამოკვლევისთვის აღებული ნაცხები“, - განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე - ხომ არ გახდება ყაზბეგის რაიონში ზომების გამკაცრების საჭიროება, NCDC-ის ხელძღვანელის მოადგილე პასუხობს:

„ყაზბეგის რაიონში განსხვავევა ის არის რომ ეს არის მაღალი რისკის მქონე, პროფესიული ჯგუფია ძირითადად ინფიცირებული, ესენი არიან ჩვენი მესაზღვრეები რომელიც საზღვარზეა და რომელსაც ყოველდღიურად ინფიცირების ერთეულ და ათეულ შემთხვევებთან აქვთ შეხება, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში. მოგეხსენებათ რომ 110-ზე მეტი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია ქვეყანაში, გარდა ამისა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ბრუნდება რუსეთიდან და მათ შორის არის საკმაოდ ბევრი ინფიცირებული და ყველა ეს ადამიანი გაივლის ამ მესაზღრეებს, აქედან გამომდინარე მათ აქვთ პროფესიული რისკი. ეს არის განსხვავება მესტიასა და ყაზბეგს შორის“