მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიიღო "სიმეტრიამ" იპოდრომის კორტების სანაცვლოდ? - კომპანიის პოზიცია

5e4d490412051
ინგა მურუსიძე
19.02.20 19:20
2313
კომპანია „სიმეტრიას“ გენერალური დირექტორის, ტარიელ გაბუნიას განცხადებით, თბილისის მერიამ „სიმეტრიას“ იპოდრომის კორტების ნაცვლად ალტენრატიური უძრავი ქონება საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონში გადასცა.

როგორც bm.ge-ს გაბუნიამ განუცხადა, საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე წელი მიმდინარეობდა.

"აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჩვენ ყველა შესაბამის ინსტანციასთან გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია. იპოდრომის კორტების სპეციფიკიდან და მის მიმართ საზოგადოების სენსიტიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი ყოველთვის ვიყავით მზად სხვა, საპირწონე ღირებულების მქონე უძრავი ქონების შემოთავაზებაზე დათანხმებისთვის. საკითხისადმი კონსტრუქციულმა მიდგომამ მიგვიყვანა, აბსოლუტურად ლოგიკურ შედეგამდე - სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასდა კორტების ტერიტორიის ღირებულება და თბილისის მერიამ შემოგვთავაზა ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში. რასაც ჩვენ დავთანხმდით და ვფიქრობ, ეს შეთანხმება ყველა მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება", - განაცხადა ტარიელ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ საბურთალოს კორტები დაიბრუნა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ადგილზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, 4 ჩოგბურთის კორტით და საცურაო აუზით. კახა კალაძე ამბობს, რომ ტერიტორიის ათვისებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.