მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიმართულებებზე აპირებს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს „საქართველოს ავიახაზები“

61dfdf4265e1c
მარიამ ვარადაშვილი
13.01.22 15:25
756
„საქართველოს ავიახაზები“ (Georgian Airlines), რომლის მეწილეები თამაზ და დავით გაიაშვილები და ირაკლი მეზვრიშვილი არიან, თებერვლიდან სატვირთო გადაზიდვების დაწყება აპირებს.

ამის შესახებ BMG-ის კომპანიის დირექტორმა და 40%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა განუცხადა.

აღსანიშნია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებაზე „საქართველოს ავიახაზების“ (Georgian Airlines) განაცხადი უკვე შევიდა და ირაკლი მეზვრიშვილს იმედი აქვს, რომ საჭირო დოკუმენტს იანვრის ბოლოს მიიღებენ.

„ჩვენ მიერ ყველა საბუთი წარდგენილი და მიწოდებულია. ამ ეტაპზე განხილვის პროცესი მიმდინარეობს და უშუალოდ სააგენტოს მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას. ვფქრობთ, იანვრის ბოლოს ყველაფერი დადებითად გადაწყდება”, -აცხადებს მეზვრიშვილი.

კომპანიის მეწილეს უკვე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაზე საუბარი არ სურს, მაგრამ გვიყვება, რომ საჰაერო სატვირთო ბიზნესის შესწავლის შედეგად, ჩინეთის მიმართულების ათვისებას გეგმავენ.

„ასევე ვფიქრობ, აზიიდან ევროპის მიმართულებით ვატაროთ ტვირთი. კომპანია 2020 წლის გაზაფხულზე დავარეგისტრირეთ. აქედან გამომდინარე, საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ბაზარი შეგვესწავლა და მიმართულებები აგვერჩია. ძირითადად, ვფიქრობთ აზიის ქვეყნებს: ჩინეთი, ბანგლადეში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნები. რაც შეეხება რეისებს, ჩარტერული რეისები შესრულდება”, - აცხადებს მეზვრიშვილი.

გაკოტრების რეჟიმში მყოფ "ჯორჯიან ეარვეისის" მფლობელებს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში გააქტიურება სურთ