მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიმართულებით შეიცვლება სესხებზე საპროცენტო განაკვეთები?

5eb553ef61453
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.20 19:25
1523
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ლარში გაცემულ სესხებზე სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთების ზრდა არის მოსალოდნელი, რაც ლარის რესურსის გაძვირებასთან არის დაკავშირებული.

"პროცენტის ზრდა მოსალოდნელი იყო და მოსალოდნელი არის ლარის სესხებზე. ამას აქვს ორი მიზეზი, წინა პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა და იზრდებოდა საპროცენტო განაკვეთი ლარზე. დღეს რომ ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთების ზრდა არ გამოჩნდება, იმიტომ რომ მეტნაკლებად გაყინული მდგომარეობაა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება იმ შეთავაზებების გამო, რა შეთავაზებებიც დღეს არის. ეს მოხდა იმიტომ, რომ ლარის რესურსის ღირებულება საფინანსო ინსტიტუტებისთვის გაძვირდა. აქედან გამომდინარე, დღეს სებ-იც და მთავრობაც მუშაობს რომ მიაწოდოს საფინანსო სექტორს ლარი", - განაცხადა ძნელაძემ გადაცემა "საქმიან დილაში".  

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში საბანკო სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12.1% იყო, აქედან უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხების განაკვეთი 6.5%-ს, ხოლო ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული სესხების საშუალო განაკვეთი კი 16.1% იყო.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის უკანასკნელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე შემცირების და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.