მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება

60730741d28e1
თამთა ჯიჯავაძე
11.04.21 18:25
22668
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - ამის შესახებ „ტვ პირველში“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

„სააღდგომო არდადეგების დროს ბევრი მიდის სოფელში; კარგია, რომ შემდეგ არდადეგები იქნება და ისინი დარჩებიან სოფლებში. შესაბამისად, უფრო მეტად დაეცემა მობილობა. გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოები იწყება, ადამიანებს სჭირდებათ მუშაობა, ზოგს ბაღი და მიწები აქვს დასამუშავებელი; ვფიქრობთ, რომ ამან გარკვეულად უნდა განტვირთოს სიტუაცია,, მაგრამ თუ ამ გამოსაშვებ დღეებს გამოვიყენებთ თავშეყრებისთვის, ქეიფებისთვის, მაშინ ეს მოგვცემს საპირისპირო შედეგებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულებზე შესაძლო დამატებით შეზღუდვებს, ამირან გამყრელიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

„რეკომენდაციები იქნება, თუმცა ეს წინასწარ უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან. რაც შეეხება აღდგომის შემდგომ დღეებს, იქნება მოწოდება, რომ არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, ჭამა-სმა. მოკრძალებულად გავაკეთოთ... მიცვალებულებს ვცეთ პატივი ისე, როგორც გვეკადრება პანდემიის პერიოდში“, - განაცხადა გამყრელიძემ.