მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზნით იმოგზაურეს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ I კვარტალში

5ecc00bd74424
თამთა ჯიჯავაძე
26.05.20 00:10
1162
2020 წლის I კვარტალში საქართველოდან უცხოეთში ყველაზე მეტი ვიზიტი – 34.5 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემებით, ნათესავების მონახულების შემდეგ, მოგზაურობის მიზნებს შორის მეორე ადგილზეა საყიდლები (33%), მესამე ადგილზე კი პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობაა 16.2%-ით.

რაც შეეხება დასვენება, გართობა, რეკრეაციას, ამ მიზნით, საქართველოდან საზღვარგარეთ წლის პირველ კვარტალში 9.2%-მა იმოგზაურა. მკურნალობა/გაჯანსაღების მიზნით კი 4.4%-მა.

შეგახსენებთ, 2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.