13.სექტემბერი .2019 20:20

რა მიზნით მოგზაურობენ ადგილობრივები საქართველოში?

views 350
უკან

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 949.7 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.9%-ით აღემატება 2018 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.

2019 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (50.3 %) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით  განხორციელდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნათესავების მონახულების შემდეგ ადგილობრივები ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შოპინგის მიზნით გადაადგილდებიან. 2019 წლის მეორე კვარტალში მათ ამ მიზნით 138.4 ვიზიტი განახორციელეს.

მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით 110,9 ვიზიტი, დასასვენებლად და გასართობად 97.8 , მეორე სახლის მოსანახულებლად კი 90 ვიზიტი შედგა.

საანგარიშო პერიოდში პროფესიული საქმიანობის მიზნით 66.1 ვიზიტი განხორციელდა, მომლოცველობისთვის 27,3, განათლების მიღების მიზნით კი 6.1 ვიზიტი.

2019 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 118 მილიონი ლარით განისაზღვრა.

აღნიშნული მაჩვენებელი 9.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 12.4 ლარით და 106.1 ლარს უტოლდება.

ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში (საშუალოდ 276.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 215.7 ათასი ვიზიტი თვეში) განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა