მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზნობრიობა აქვს საფრანგეთის ფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის? - ელჩის განმარტება

5ed39fdf61d34
BM.GE
31.05.20 18:50
1167
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის მიზნობრიობას განმარტავს. 

როგორც დიეგო კოლასი "Forbes კვირასთან" ინტერვიუში აცხადებს, თავდაპირველად 80 მლნ ევროს გამოყოფა იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ეს თანხა 190 მლნ-მდე გაიზარდა.

"9 აპრილს საქართველოს მთავარმა დონორებმა და დასავლელმა პარტნიორებმა ხელი მოვაწერეთ წერილს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჩვენ დავეხმარებოდით საქართველოს და ვიქნებოდით საქართველოს გვერდით ამ ეპიდემიის პერიოდში. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან მე მოვაწერე ხელი, ვინაიდან ჩვენ ვიყავით საქართველოს მთავრობასთან გამართული დისკუსიების მონაწილეები, რომელიც ამ საჭიროებებს ეხებოდა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე პროგრამა საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან. მათ შორის, ერთი ეხებოდა სწორედ ჯანდაცვის მიმართულებას და მეორე - ენერგოსექტორს.

ვგეგმავდით 80 მლნ ევროს მობილიზებას, თუმცა შემდეგ გავზარდეთ ეს მოცულობა 190 მლნ ევრომდე. ჯანდაცვის სექტორი ნათელია რატომაც, რათა დავეხმაროთ მთავრობას კორონავირუსის შედეგებთან გამკლავებაში, ხოლო ენერგოსექტორი იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სექტორი. ეს მნიშვნელოვანი სექტორია პოსტკორონავირუსულ მსოფლიოშიც. ვინაიდან პოსტკორონავირუსულ პერიოდში საჭიროა უფრო "მწვანე" მსოფლიო.

ენერგო პროგრამის მიზანს წარმოადგენს, საქართველომ განახორციელეს "ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონი. რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. ენერგოეფექტურობა კარგია გარემოსთვის. ეს კარგია ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც, ვინაიდან ის ნაკლები ენერგიის ხარჯვას გულისხმობს. ასევე ეს პროგრამა იმის ნაწილიცაა, რომლის მიხედვითაც ხდება ელექტროენერგიის გადასახადების შემცირება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ეს პროგრამა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირების დაფინანსებასაც მოიცავს. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანია, მომავალი იყოს უფრო მწვანე და ასევე, რომ ვიზრუნოთ მოწყვლად ჯგუფებზე", - განაცხადა ელჩმა.