მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მნიშვნელობა აქვს 16 დეკემბერს დაგეგმილ ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭირვალობის კონკურსს?

5fb7d005cd275
ლიკა გურაბანიძე
20.11.20 20:30
653
ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭირვალობის შესახებ ჩატარებული კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულების გამოვლენამდე. მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი, რომელიც ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ეძღვნება წელს მეორედ იმართება. ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად გაფართოებული ყოველწლიური კონკურსი 16 დეკემბერს გაიმართება.

წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის ღია იქნება, რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული ფირმები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.

“საქმიან დილაში” ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, რომ ინვესტორისთვის აუცილებელი პირობაა ის, რომ ქვეყანაში მისი დაინტერესებისთვის მინიმალური ნდობის რესურსი იყოს, რაც თუნდაც ფინანსური ანგარიშგების უტყუარობით გამოიხატება.

“ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდასაჭერად ფონდი შეიქმნა, რომელშიც ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები არიან გაერთიანებულები.

კერძო სექტორის მზაობა თავიდანვე არ ყოფილა, იყო წინააღმდეგობები და მოლაპარაკებების მრავალი სერია, როგორც აუდიტორულ კომპანიებთან, ასევე ბუღალტრულ ასოციაციებთან. საბოლოოდ შევთანხმდით, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგუმლი ნაბიჯი იყო, როგორც პროფესიის განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის", - აღნიშნა გიორგი თაბუაშვილმა.