მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოაგვარა პრემიერთან შეხვედრამ? - დეველოპერული სექტორი კვლავ ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრობს

5e29c6ebcf74e
თათია ჩაფიჩაძე
24.01.20 09:40
1052
„მშენებლობის სექტორი არის მზარდი, რომელიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებს, ამიტომ, ერთმანეთის დანდობის, მოფერებისა და დითირამბების გარეშე თქვენ მე მეუბნებით, კონკრეტულად სად, რა პრობლემა გაქვთ, საიდან გამომდინარეობს ან გვეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც“- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში, სამშენებლო სექტორთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ბიზნესთან შეხვედრების მიზანი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება იყო.

შეხვედრიდან 4 თვის თავზე დეველოპერული კომპანია „სიმეტრიას“ გენერალური დირექტორი ტარიელ გაბუნია აცხადებს, რომ მოკითხვის რეჟიმი იყო, თუმცა არსებული ბიუროკრატიული საკითხები კვლავ დღის წესრიგში დგას.

„დაინტერესება იყო მოკითხვის რეჟიმში, ამ მხრივ გვაქვს ინტერაქცია, მაგრამ თვითონ პროცესებზე ვერ ვიტყვით, რომ რამე წინ წავიდა. მაგალითად შოვის ნაწილზე რა პრობლემებიც გვქონდა, ეს საკითხები ბიუროკრატიიდან გამომდინარე დღის წესრიგში ისევ დგას. ცხადია, ეს ცუდ გავლენას ახდენს ინვესტორებზე რომელიც ჩვენ გვყავს.

როდესაც ვპოზიციონირდებით სიანვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყანად ძალიან მნიშვნელოვანია ვადები იყოს მოკლე და ეფექტურად დაცული. ეფექტურად უნდა მუშაობდნენ სახელმწიფო უწყებები ვინაიდან ამაზე დგას ჩვენი ქვეყნის და ყველა მოქალაქის კეთილდღეობა და შემოსავლის ზრდა“ - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას გაბუნიამ.