27.დეკემბერი .2019 09:45

რა მოცულობის ბუნებრივი გაზი დასჭირდება საქართველოს 2020 წელს - პროგნოზი

views 634
უკან

2020 წელს საქართველო, იმპორტირებული და ადგილობრივი წყაროებიდან საერთო ჯამში, 2 მილიარდ 572.953 მ3 მლნ გაზის მიღებას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ 2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსშია მოცემული.

კერძოდ, საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221მ3 მლნ გაზის მოწოდება იგეგმება, მათ შორის "სოკარიდან" - 1 მილიარდ 511.417 მ3 მლნ, შაჰ დენიზიდან კი -873.804 მ3 მლნ.

ბალანსში გათვალისწინებულია რუსული წყაროც. "გაზპრომიდან" 2020 წელს საქართველოში სავარაუდოდ, 169.865 მ3 მლნ გაზის იმპორტი განხორციელდება.

რაც შეეხება ადგილობრივ რესურსს, ამ მხრივ, პროგნოზი 17.866 მ3 მლნ-ია.

მოცემული დოკუმენტი ასევე, სხვადასხვა სამომხმარებლო სეგმენტის მიერ გაზზე მოთხოვნის პროგნოზებს გვთავაზობს, რომლის მიხედვით, მომავალ წელს მოსახლეობა 1 მილიარდ 026.353 მ3 მლნ გაზს მოიხმარს, თბოელექტროსადგურებისთვის 600 მ3 მლნ-ია გათვალისწინებული, კომერციული სექტორისთვის კი - 911.6 მ3 მლნ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის საპროგნოზო ბალანსთან შედარებით, რომელიც ბოლოს მაისშია კორექტირებული, ბუნებრივ გაზზე მოსახლეობის მოთხოვნის პროგნოზი 2.1%-ით იზრდება, თბოელექტროსადგურების - 4.9%-ით, კომერციული სექტორისთვის კი 9.3%-ით მცირდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა