მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ელექტროენერგია იყიდა წელს ესკომ?

63874eb872e97
მარიამ ვარადაშვილი
30.11.22 17:03
882
ესკოს ინფორმაციით, 2022 წლის ათ თვეში ყველაზე მეტი იმპორტი რუსეთიდან განახორციელეს. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან ჯამში დაახლოებით 658 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 932 მლნ კვტ.ს იყო. აქედან გამომდინარე, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაახლოებით 29%-ით არის შემცირებული. საანგარიშო პერიოდში [2022 წლის 10 თვე] ესკომ რუსეთიდან ელექტროენერგია მხოლოდ სამ თვეში შეიძინა.

ელექტროენერგიის იმპორტში მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს, საიდანაც ესკომ წელს დაახლოებით 129 მლნ კვტ.ს ელექტროენერგია შეიძინა, რაც 64%-ით შემცირებული მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა. გასული წლისგან განსხვავებით ესკომ ელექტროენერგია იყიდა სომხეთიდან, რომლის ჯამურმა მოცულობამ დაახლოებით 138 მლნ კვტ.ს შეადგინა.

ჯამში წელს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა წელს ჯამში დაახლოებით მილიარდ კილოვატ საათის ელექტროენერგია იყიდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 1.4 მილიარდი კვტ.სთ იყო.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ათ თვეში ელექტროენერგიის იმპორტზე ჯამში 41 მლნ დოლარი დაიხარჯა.

ელექტროენერგიის იმპორტი (2018-2022)

2018 – $75,8 მლნ
2019 – $78,5 მლნ
2020 – $64,5 მლნ
2021 – $48 მლნ
2022 (10 თვე) - $41 მლნ.