მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ფულის მასაა საქართველოში?

6390a7ec33656
BM.GE
08.12.22 00:00
4186
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში ფართო ფულის მასამ 17.5 მილიარდ ლარს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით ფართო ფულის (M2) მასა 150 მილიონით არის გაზრდილი. ერთწლიან ჭრილში კი ფულის მასა 2.26 მილიარდი ლარით (15%-ით) არის მომატებული. შედარებისთვის, ეკონომიკის ნომინალური ზრდა 20%-ს აჭარბებს (10% დეფლატორი+ 10.5% რეალური ზრდა).

რაც შეეხება მიმოქცევაში არსებულ ნაღდ ფულს, ის 4.92 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 120 მილიონი ლარით მეტია. წლიურ ჭრილში ნაღდი ფულის მოცულობა 280 მილიონი ლარით არის გაზრდილი.